მიუნხენის ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა, ოლივერ კანმა კლუბში მეკარეების სიტუაციაზე ისაუბრა - შეგახსენებთ, მანუელ ნოიერი რომელმაც ფეხი მოიტეხა გუნდს მინიმუმ მომდევნო სეზონამდე დააკლდა, ბაიერნმა კი მის შემცვლელად 34 წლის იან ზომერი დაიმატა.
"ნოიერის ტრავმის მიუხედავად, ჩვენ ძალიან კარგად ვართ "აღჭურვილი" ამ პოზიციაზე. იან ზომერის გამოცდილებით, ჩვენ ვიპოვეთ ოპტიმალური გამოსავალი მოკლევადიან პერსპექტივაში და შეგვიძლია მივაღწიოთ დიდ მიზნებს ყველა ტურნირზე", - განაცხადა კანმა.