ბუნდესლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნმა საკუთარ მოედანზე აინტრახტს უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა.
ანგარიში 34-ე წუთზე ლეროი სანემ ტომას მიულერის გადაცემით გახსნა, რასაც 69-ე წუთზე კოლო მუანმა უპასუხა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
მატჩის დასრულების შემდეგ, კოლო მუანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და ბაიერნის შესაძლო ინტერესზეც გააკეთა კომენტარი:
"ბაიერნი ძალიან დიდი კლუბია და ყველა ფეხბურთელი ოცნებობს ასეთ კლუბში თამაშზე, მაგრამ მე ფრანკფურტზე ვარ ორიენტირებული და წინ მნიშვნელოვანი ამოცანები გვაქვს."
ცნობისთვის, 24 წლის შემტევმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჩაატარა და თავის გამოჩენა 7 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით მოახერხა.