მიუნხენური კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა, ლუკა ერნანდესის მდგომარეობა შეაფასა.
"ის დიდი ხნით იუქმებს. საუბარია რამდენიმე კვირაზე", - მოკლედ აღნიშნა ბოსნიელმა "Sport1-თან" საუბრისას.
23 წლის ფრანგმა დაზიანება მეორე ტაიმის დასაწყისში მიიღო და 59-ე წუთზე მოედანზე ადგილი ჟერომ ბოატენგს დაუთმო.
ლუკა ერნანდესმა ტერფის ტრავმა მიიღო და თამაშის შემდეგ ნიკო კოვაჩმაც განაცხადა, რომ სიტუაცია იოლი არ არის.