გუშინ, საფრანგეთის თასის 1/8 ფინალურ ეტაპზე მარსელმა შინ პსჟ-ს უმასპინძლა და 2:1 დამარცხდა.
შეხვედრა სრულად ჩაატარა პარიზელთა არგენტინელმა ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, თუმცა, როგორც მოგვიანებით პრესაში დაიწერა, მესიმ აღნიშნულ მატჩში ტრავმა მიიღო და დიდია ალბათობა ბაიერნთან გასამართი პირველი შეხვედრა გამოტოვოს.
მესის არგენტინელს ბარძაყის ტრავმა აწუხებს და მონაკოსთან შაბათს გასამართ თამაშს 99%-იანი ალბათობით გამოტოვებს.
ცნობისთვის, პსჟს და ბაიერნს შორის ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური შეხვედრა 14 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.