"ბაიერნის" საწყისი დაცვის ხაზი ტრავმირებულია. ზიულე და ერნანდესი დიდი ხანი ვეღარ ითამაშებენ.
ბაიერნს" ახლა მცველების დეფიციტი აქვს, რის გამოც ბოატენგს და პავარდს მოუწევთ თამაში.
აქედან გამომდინარე კლუბის ბოსებს კიდევ ერთი მაღალი დონის მცველის შეძენა სურთ.
თუ გერმანულ საიტ "Transfermarkt"ს დავუჯერებთ,"რეკორდმაისტერს" მორიგი ფრანგი მცველის დამატება აქვს გადაწყვეტილი.
ლაპარაკია 25 წლის მცველზე, სამუელ უმტიტიზე, რომელიც ამ დროისთვის "ბარსელონას" რიგებში ირიცხება.
"Transfermakt" იუწყება,რომ ბაიერნს ის ზამთარში 45 მილიონ ევრომდე დაუჯდება.
უმტიტის უკვე ბევრჯერ აქვს დამტკიცებული, რომ ის მაღალი დონის მცველია.
ასევე ფებურთელსაც სურს "ბარსელონას" დატოვება, რადგან მას ვალვერდე ხშირად არ ათამაშებს.
25 წლის ფრანგი "ბაიერნისთვის" ამ მომენტში ზედგამოჭრილია, თუ გავითვალისწინებთ რომ 2 საუკეთესო მცველი ვერ ახერხებს თამაშს.
უმტიტის გადმობირებას უფრო რეალურს ხდის ის ფაქტი, რომ ამ ორ გუნდს შორის კარგი ურთიერთობაა.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის ბრაზილიელი, კოუტინიო სწორედ "ბარსელონადან" გადმოვიდა "ბაიერნში".