14 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე მიუნხენის ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე პსჟ-ს გასვლაზე დაუპირისპირდება.
მატჩამდე ორი დღით ადრე, აღნიშნულ შეხვედრაზე მიუნხენის ბაიერნის დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა ისაუბრა.
"საფრანგეთში, გერმანიაში და მთელ ევროპაში ამ თამაშს ყველა ველოდებით. იმედია კარგი მატჩი გამოვა.
ყოველთვის შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ, რადგან გვინდა რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანოთ - ეს არის ჩვენი ფილოსოფია. სეზონის პირველი ნახევარი კარგად ჩავატარეთ და ასე გაგრძელება გვსურს", - განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.