მოგეხსენებათ, ბოლო დღეების განმავლობაში ფრანგული გამოცემა L'Équipe ირწმუნებოდა, რომ კილიან მბაპე ბაიერნთან გასამართ პირველ მატჩს გამოტოვებდა.
დღეს კი სოციალურ ქსელში მბაპეს ვარჯიშის ფოტოები გავრცელდა და იგივე გამოცემებს მიაჩნიათ, რომ ფრანგ ვარსკვლავს ბაიერნთან თამაშის რეალური შესაძლებლობა აქვს.
აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა აღნიშნა, რომ მბაპეს ტრავმის ამბავი არ ჯეროდა და ვარაუდობდა, რომ 24 წლის შემტევი პსჟ-ს დახმარებას პირველივე მატჩი შეძლებდა.
ცნობისთვის, პსჟს და ბაიერნს შორის ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური შეხვედრა 14 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.