ბოლო დღეების განმავლობაში, აქტიურად იწერება იმის თაობაზე, რომ მადრიდის რეალი ზაფხულში მიუნხენის ბაიერნის გარემარბის, კინგსლი კომანის შეძენას შეეცდება.
აღნიშნულ თემაზე კომენტარი რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმაც გააკეთა და კომანის შესაძლო გაყიდვას ნაკლებად აზრიანი გადაწყვეტილება უწოდა.
პარალელურად კი გერმანული გამოცემები ირწმუნებიან, რომ ბაიერნი ტრანსფერზე თანახმაა, თუ 26 წლის შემტევის სანაცვლოდ სამეფო კლუბი 100 მილიონ ევროს გადაიხდის.
ცნობისთვის, კომანს ბაიერნთან არსებული კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.