14 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე მიუნხენის ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე პსჟ-ს გასვლაზე დაუპირისპირდება.
მატჩამდე აღნიშნულ შეხვედრაზე მიუნხენის ბაიერნის გერმანელმა ვინგერმა, ლეროი სანემ ისაუბრა:
"პსჟ-ს გამორჩეული მოთამაშეები ჰყავს. მახსოვს, როცა პატარი ვიყავი ვერ ვიჯერებდი, რომ უეცრად ამ კატეგორიის ფეხბურთელებს ვეთამაშებოდი ოდესმე - მანამდე ისინი მხოლოდ "Playstation"-ში ან ტელევიზორში მყავდა ნანახი, შემდეგ კი მოულოდნელად მათ გვერდით, მოედანზე ვდგავარ.
თამაშს მთელი გუნდი მოუთმენლად ველოდებით, რადგან ჩემპიონთა ლიგა ყოველთის განსაკუთრებულია", - განაცხადა სანემ.