ლოდინი დასრულებულია, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ხვალ, 23:55-ზე დაბრუნდება, თანაც ორი ძალიან მაგარი მატჩით, რომლიდანაც ერთ-ერთი პარი სენ-ჟერმენსა და მიუნხენის ბაიერნს შორის გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ მატჩამდე პარიზელთა ბრაზილიელმა კაპიტანმა, მარკინიოსმა 1/8 ფინალური შეხვედრის შესახებ ისაუბრა და დასძინა, რომ გერმანელების დამარცხებისთვის იღბალიც საჭირო ელემენტია:
"ახლა დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ რამდენი მატჩი მოიგო ბოლო პერიოდში. მთავარი ისაა, რომ ბრწყინვალე გუნდს ვეთამაშებით და ყურადღება მაქსიმალურად უნდა მოვიკრიბოთ. მიუნხენის ბაიერნს ბოლო წლებში რამდენჯერმე ვეთამაშეთ და მათთან მოგება იოლი არასდროს ყოფილა."
ჩვენ ზუსტად ვიაზრებთ იმ ისტორიის სიდიდეს, რომელიც ბაიერნს ჩემპიონთა ლიგაში გააჩნია. ისინი საკმაოდ გამოცდილები არიან, ჩვენ კი ეს ტურნირი არასდროს მოგვიგია. ამდენად, ვფიქრობ, რომ მიმდინარე გათამაშების ტრიუმფით დასრულება მათზე მეტად გვსურს. ყველამ კარგად იცის, რომ ჩემპიონთა ლიგის ბედი მცირედი დეტალებით წყდება, ამიტომ მეტოქის დასამარცხებლად იღბალიც შენს მხარეს უნდა იყოს.", - განაცხადა მარკინიოსმა.