ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ბაიერნი სტუმრად პსჟ-ს დაუპირისპირდა და მეტოქე კინგსი კომანის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, კილიან მბაპემ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა:
"თამაშის ბოლო მონაკვეთში ვაჩვენეთ, რომ მეტოქესთვის დისკომფორტის შექმნა შეგვეძლო მაშინ, როცა შემტევ ფეხბურთს ვთამაშობდით.
ვიმედოვნებთ, რომ საპასუხო მატჩისთვის ყველანი მზად ვიქნებით. მიუნხენში წავალთ, რომ გავიმარჯვოთ", - განაცხადა მბაპემ.