რობერტ ლევანდოვსკი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ცხრიანია.
რობერტმა ეს სეზონი არაჩვეულებრივად დაიწყო. მან წელს 13 მატჩში 18 გოლის გაიტანა შეძლო.
შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ 31 წლის პოლონელი "ბაიერნის" გმირია. სწორედ ამიტომ, ჩნდება კითხვა: რა იქნებოდა, რობერტი რომ არ თამაშობდეს?
გერმანული გამოცემის, „Bild-ის,“ გამოთვლით, „ბაიერნი“ ლევანდოვსკის გოლების გარეშე მე-12 ადგილზე იქნებოდა და მხოლოდ 8 ქულას დასჯერდებოდა.
უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს მხოლოდ სტატისტიკაა, თუმცა ფაქტია, ეს ციფრები კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, თუ როგორი მნიშვნელოვანია პოლონელი "ბაიერნისთვის."