მიუნხენის ბაიერნის და ნიდერლანდების ნაკრების მცველმა, მატიას დე ლიხტმა გერმანულ ტაბლოიდ "Tz"-სთან მიცემულ ინტერვიუში ადგილობრივ ტრადიციულ სამოსზე, ლედერჰოზენზე გააკეთა კომენტარი.
"ვფიქრობ, ეს კარგი ტრადიციაა. ჩემი პრობლემა ის არის, რომ მე საკმაოდ დიდი ბარძაყები მაქვს, ამიტომ ისინი ცოტათი მჭიდროა. საბედნიეროდ, ოქტობერფესტი წელიწადში მხოლოდ ერთხელაა."
ჟურნალისტი: უფრო მჭირდრო, ვიდრე მიულერი სამოსი?
"მიულერის ორივე ბარძაყი ერთად აღებული ჩემი ერთი ბარძაყის ტოლია", - ღიმილით უპასუხა დე ლიხტმა ჟურნალისტს.