კვირას, ბუნდესლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი საკუთარ მოედანზე უნიონ ბერლინს უმასპინძლებს.
მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, იულიან ნაგელსმანმა ტომას მიულერზე და მის როლზე ისაუბრა:
"ტომასი ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია, ის ინფორმირებულია თ რატომ შევცვალე გლადბახთან მატჩში, ცხადია, ბენიდერი არ ყოფილა ამ გადაწყვეტილებით, მაგრამ ის პროფესიონალი ფეხბურთელია. კვირას სასტარტოდან დაიწყებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მიულერი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა."