როგორი განწყობაა გუნდში ტრავმების შემდეგ

როგორი განწყობაა გუნდში ტრავმების შემდეგ

დღეს ნიკო კოვაჩმა პრესკონფერენცია გამართა, მიუნხენური გრანდის მწვრთნელმა ისაუბრა გუნდში არსებულ პრობლემებზე, ტრავმირებულ ფეხბურთელებსა და ხვალინდელ მატჩზე.

" ბრაცო მართალია, უკეთესად შეგვიძლია ვიმოქმედოთ. ამ დროისთვის ბევრი თავდაცვითი პრობლემა გვაქვს და, ასევე, ბევრ ინდივიდუალურ შეცდომასაც ვუშვებთ. მოწინააღმდეგეებს არ უნდა მივცეთ უფლება, შექმნან და გამოიყენონ მომენტები, ასე მატჩებს უფრო მშვიდად მოვიგებთ.

ტრავმების მიუხედავად, კვლავ ოპტიმისტურ განწყობას ვინარჩუნებთ და, რა თქმა უნდა, მიზნების მიღწევაც შეგვიძლია.

ხვალ სახლში ვთამაშობთ და პირველ ადგილზე დაბრუნების სურვილი გვაქვს. იმედია, ვიპოვით გამოსავალს და ნაკლებ ქულას დავკარგავთ. უნდა გამოვიდეთ მოედანზე და ჩვენებური ფეხბურთი ვაჩვენოთ.

რაც შეეხება მოთამაშეებს, ხავი თავს უკეთესად გრძნობს. სერჟს მუხლის მცირე პრობლემები ჰქონდა. ლუკას მაი დაშავდა, თუმცა, ვფიქრობ, ის უახლოეს დღეებში დაბრუნდება.

რობერტ ლევანდოვსკის აქვს თავისი საუკეთესო სეზონი. ფეხბურთელი შესანიშნავ ფორმაშია და მოხარულნი ვართ, რომ ის ჩვენთანაა."

შეგახსენებთ, რომ პოლონელმა თავდამსხმელმა მიმდინარე წლის 13 თამაშში 18 გოლის გატანა შეძლო. "Bild-ის" ინფორმაციით კი, მისი გოლების გარეშე "ბაიერნი" სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილს დაიკავებდა.


26-10-2019, 03:29
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 15 2 10 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 11 5 6 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0