დღეს, ბუნდესლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნი შინ უნიონ ბერლინს უმასპინძლებს.
აღნიშნული შეხვედრა ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბაიერნსაც და უნიონ ბერლინსაც 21 ტურის შემდეგ თანაბარი 43-43 ქულებით აქვთ, ისევე როგორც დორტმუნდს.
"იმედი მაქვს, აიაქსის წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ, ძალების აღდგენას მოვახერხებთ. საზღღვრები უნდა გადავლახოთ - თუ ცალკეულ ინდივიდებს განვიხილავთ, შედარებაც არ არის, მაგრამ ჩვენ გაქვს თვისებები, რომლის გამოც ხვალინდელ მატჩზე არ ვღელავ.
ბაიერნი არის ევროპაში ერთ-ერთი და ბუნდესლიგის საუკეთესო გუნდი. მათ ისეთი მოთამაშეები ჰყავთ, რომელთაც დამოუკიდებლად შეუძლიათ თამაშის ბედის გადაწყვეტა. ეს ჩვენთვის რთული ამოცანა იქნება", - განაცხადა ფიშერმა.