მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტმა, ჰერბეტ ჰაიერნმა გერმანულ გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონსი და ბაიერნის გეგმებზეც:
"ყველაფერი ჩვენს ხელთაა - სატურნირო ცხრილში ლიდერები ვართ და დორტმუნდთან სახლში სათამაშო წინ გვაქვს. ჩვენი მიზანი რა თქმა უნდა ბუნდესლიგის ზედიზედ მე-11 ტიტულის მოპოვებაა", - განაცხადა ჰაინერმა.
ბუნდესლიგის 22-ე ტურის შემდეგ, მიუნხენის ბაიერნი 46 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება - ამდენივე ქულა აქვს დორტმუნდის ბორუსიას.
გირჩევთ: რა მდგომარეობაა ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში და ბომბარდირთა დავაში? (ფოტო)