მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი, კვლავ შეუჩერებელია!
გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის მე-9 ტურში "რეკორდმაისტერმა" შინ "უნიონ ბერლინი" 2:1 დაამარცხა და პოლონელმა კვლავ გამოიჩინა თავი.
რობერტმა თავისი ფენომენალური სერია გააგრძელა და გახდა ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშე, რომელმაც სეზონის საწყის 9 შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა.
ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის 2019/20 წლების სეზონის სტარტზე ბერლინის "ჰერტას", "შალკეს", "მაინცს", "ლაიფციგს", "კიოლნს", "პადერბორნს", "ჰოფენჰაიმს", "აუგსბურგსა" და უკვე "უნიონ ბერლინს" გაუტანა.
31 წლის პოლონელს ამ სეზონში ყველა ოფიციალურ თამაშში აქვს გატანილი ბურთი - 19 გოლი 13 თამაშში.