რობერტ ლევანდოვსკის მომენტალური ფორმის გამო, ყველას დაავიწყდა, რომ პოლონელი უკვე 31 წლის არის და ამ დონეზე დიდი ხანი ვეღარ ითამაშებს.
"ბაიერნს"თავის რიგებში არ ყავს პოლონელი შემტევის შემცვლელი.
ამისგამო მედია ლუკა ვალდშმიტისა და ტიმო ვერნერის მოიაზრებდა, როგორც "რეკორდმაისტერის" მომავალ მეცხრე ნომრად.
დღეს კი გავლენიანმა გერმანულმა გამოცემამ "Transfermarkt"მა დაწერა რომ მიუნხენელებს "ლილის" შემტევის ვიქტორ ოსიმჰენის ყიდვა სურთ.
ვიქტორი 20 წლის ნიგერიელი ფეხბურთელია, რომელმაც ამ სეზონში "Ligue 1"ში 11 მატჩი ჩაატარა და 7 გოლის გატანა მოახერხა.
ოსიმჰენი ნამდვილად ტალანტირებული შემტევია, რომლის ფასი დღეს ალბათ მიახლოებით 15 მილიონი ევროა.
მისი ყიდვით "ბაიერნი" დაიმატებდა პოტენციურ ლევანდოვსკის შემცვლელს, რომლის კარიერა ახლახან წარატებით დაიწყო.