მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა და ამჟამად კატალონიის ბარსელონას შემტევმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ყოფილ მთავარ მწვრთნელმა, იურგენ კლოპზე ისაუბრა, რომელიც მას დორტმუნდში ყოფნის დროს წვრთინდა.
"იურგენს საუცხოო ხასიათი აქვს. მას შეუძლია იყოს შენთვის მამა, რომელიც ყველაფერში გეხმარება. გარდა ამისა, კლოპი ასევე სულ წინსვლისკენ გიბიძგებს" - განაცხადა პოლონელმა თავდამსხმელმა.
ცნობისთვის, ლევანდოვსკიმ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 22 მატჩში მიიღო, სადაც თავის გამოჩენა 15 გოლით და 5 საგოლე გადაცემით მოახერხა - 34 წლის პოლონელმა ფორვარდმა ბაიერნი გასულ ზაფხულს დატოვა და ესპანეთში 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.