შაბათს ორ ოქტონბერს "ბუნდესლიგის" მეათე ტურში "ბაიერნი" სტუმრად "აინტრახტ ფრანკფურტს" დაუპირისპირდება.
ამ ორ გუნდს ერთმანეთთან დიდი ისტორია აკავშირებს, ახლა კი გაგაცნობთ რამოდენიმე ფაქტს თამაშსთან დაკავშირებით.
ბოლო 16 მატჩში "რეკორდმაისტერმა" "აინტრახტის" წინააღმდეგ 13 თამაში მოიგო 3 კი ფრედ ითამაშა. ბოლოს "ბავარიელები" "ფრანქფურტთან" 2010 წელს ფრანქფურტში დამარცხდნენ.
ფრანქფურტელ "არწივებს" არცერთ გუნდთან არაქვთ იმდენჯერ წაგებული, რადენჯერაც "რეკორდმაისტერთან".
"ბაიერნის" ამდროინდელი მწვრთნელის ნიკო კოვაჩის დიდი პროფესიონალური გარღვევა, სწორედ 2 წლის წინ ფრანქფურტში მოხდა.
"არწივებმა" შეძლეს და თავიანთი ცუდი სტარტი აღმოფრქვნეს, რის გამოც შეიძლება ითქვას, რომ "აინტრახტი" კარგ ფორმაში იმყოფება, რასაც "ბაიერნზე" ვერ ვიტყვით.
მიუნხენელები ამ მომენტისთვის "ბუნდესლიგაში" მეორე ადგილზე არიან, ფრანქფურტელები კი მათი ცუდი სტარტის გამო ჯერ-ჯერობით მეცხრე ადგილს არიან დაჯერებულები.
ხვალ ნიკო კოვაჩს სამი ქულა სჭირდება იმისათვის, რომ მის წინააღმდეგ ამხედრებული ფანების მასა დროებით მაინც დაამშვიდოს.