მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა კაპიტანმა და ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ლეგენდარულმა შტეფან ეფენბერგმა, "რეკორდმაისტერის" ამჟამინდელი მდგომარეობა შეაფასა.
"ამ მომენტისთვის "ბაიერნს" ჰყავს რობერტ ლევანდოვსკი, რომელმაც თითქმის ყველა თამაშში გაიტანა. აგრეთვე თომას მიულერი, რომელსაც ყოველთვის მოაქვს სარგებელი, როდესაც იღებს სათამაშო დროს.
გუნდშია მანუელ ნოიერი, რომელიც ამ სეზონშიც მოწოდების სიმაღლეზეა და იოზუა კიმიხი, რომელმაც უკვე გააკეთა ნახტომი და გუნდის ლიდერი გახდა.
ვფიქრობ, ყველაზე გაკრიტიკებად მწვრთნელ ნიკო კოვაჩსაც კი სჭირდება თავდაჯერებულობა.
გუნდის ამჟამინდელი ფორმა ნიკოს ბრალი არაა. კლუბის ბოსებმა შემადგენლობა კარგად უნდა გაანალიზონ", - განაცხადა "ეფემ".
მიუნხენელები 9 ტურის შემდეგ გერმანიის ბუნდესლიგაში 18 ქულით მეორე ადგილს იკავებენ დ მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" 1 ქულით ჩამორჩებიან.
"ბაიერნის" თამაში მიმდინარე სეზონში ძალიან არასტაბილურია - გუნდმა ბოლო 7 თამაშში 12 გოლი გაუშვა.