ხვალ, ბუნდესლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი მთავარ კონკურენტს, დორტმუნდის ბორუსიას უმასპინძლებს.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, ბუნდესლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი გუნდების სავარაუდო სასტარტო შემადგენლობას ასახელებს.
ბაიერნი (3-4-2-1): ზომერი - პავარი, უპამეკანო, დე ლიხტი - კომანი, კიმიხი, გორეცკა, დევისი - სანე, მიულერი - ჩუპო მოტინგი.
დორტმუნდი (4-3-4): კობელი - ვულფი, ზულე, შლოტელბერკი, რეიერსონი - ბელინგემი, კანი, გერერო - ბრანდტი, სებასტიან ალე, როისი.