მოგეხსენებათ, რამოდენიმე დღის წინ მიუნხენის ბაიერნმა ყველასთვის მოულოდნელად მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ვადაზე ადრე იულიან ნაგელსმანი გაანთავისუფლა, რასაც მოგვიანებით რეკორდმაისტერის ლეგენდა, ფილიპ ლამიც გამოეხმაურა:
"ამ გადაწყვეტილებით გაკვირვებული დავრჩი, რადგან ხელშეკრულება ახალი გაფორმებული იყო. კლუბს ნაგელსმანის სჯეროდა, თუმცა მოგვიანებით მტკიცე გადაწყვეტილება მიიღეს და გაანთავისუფლეს.
ბაიერნს მუდამ გამარჯვება სურს. თუ ხელმძღვანელობა ხედავ, რომ რაღაც არასწორად კეთდება, მაშინვე მოქმედებას იწყებს", - განაცხადა ლამმა.
ცნობისთვის, ნაგელსამნის შემცვლელად ბაიერნმა ტომას ტუხელი მოიყვანა.