დღეს, ბუნდესლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი მთავარ კონკურენტს, დორტმუნდის ბორუსიას უმასპინძლებს.
მატჩამდე ცოტა ხნით ადრე, სტატისტიკის მთვლელი whoscored.com მიმდინარე სეზონში ბაიერნის და დორტმუნდის ფეხბურთელებისგან შემდგარ კომბინირებულ სასტართო თერთმეტეულს აქვეყნებს, სადაც ბაიერნის 7, ხოლო დორტმუნდის 4 ფეხბურთელი მოხვდა.
კომბინირებული (4-3-3): კობელი - პავარი, დე ლიხტი, შლოტერბეკი, დევისი - კიმიხი, ბელინგემი, მუსიალა - ბრანტი, სანე, ჩუპო მოტინგი.