ბუნდესლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნამ საკუთარ მოედანზე დორტმუნდს უმასპინძლა და მეტოქე 4:2 დაამარცხა.
ამ გამარჯვებით, ტუხელის გუნდმა გერმანიის ჩემპიონატში ლიდერობა დაიბრუნა - აღნიშნულ შეხვედრას ტრავმირებული მანუელ ნოეირიც ესწრებოდა და მატჩის დასრულების შემდეგ ტრიბუნებიდან გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.
"რა თამაში იყო, ყოჩაღ ბიჭებო!", - წერს ნოიერი.