გუშინ, გერმანიის თასის 1/4 ფინალში მიუნხენის ბაიერნმა საკუთარ მოედანზე ფრაიბურგს უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში, 1:2 დამარცხდა.
თასიდან გამოვარდნის შემდეგ, ჟურნალისტის კითხვაზე: "როდის ვიხილავთ ისეთ ფორმაში მყოფ მანეს, როგორიც ლივერპულში იყო" - სენეგალელმა შემტევმა უპასუხა, რომ ძალიან მალე და საამისო პირობაც დადო.
ცნობისთვის, 30 წლის ვინგერმა მიმდინარე სეზონში 30 მატჩი ჩაატარა, სადაც თავის გამოჩენა 11 გოლით და 5 საგოლე გადაცემით მოახერხა..