მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობა "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ თამაშში იოზუა კიმიხის მოქმედებებით უკმაყოფილო დარჩა.
ავტორიტეტული გერმანული გამოცემა "Kicker" იტყობინება, რომ "რეკორდმაისტერის" ბოსებმა 24 წლის გერმანელს მატჩის შემდეგ შენიშვნა მისცეს.
"ბაიერნის" მესვეურებმა იოზუა გააფრთხილეს, რომ მან ემოციები უნდა გააკონტროლოს, ამავდროულად გადაეჩვიოს შეტევაში უაზროდ გაქცევებს და უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს დაცვით სამუშაოს.
"ენფილდზე" პირველი შეხვედრა უგოლოდ დასრულდა, კიმიხმა კი პირველ ტაიმში მიიღო გაფრთხილება, რომლის გამოც საპასუხო მატჩს გამოტოვებს.
იოზუა კიმიხი ევროპის ტოპ-5 ლიგის მასშტაბით ყველაზე პროდუქტიული მცველია - მის ანგარიშზე ბუნდესლიგაში 10 საგოლე გადაცემაა.