2 ნოემბერს "ბაიერნი" ბუნდესლიგის მეათე ტურში "აინტრახტთან" ცუდი თამაშის შემდეგ დამარცხდა.
ეს თამაში ანგარიშით - 5:1 დასრულდა. ამის მიუხედავად, ნოიერი "რეკორდმაისტერის" რიგებში ყველაზე კარგი მოთამაშე იყო.
მიუნხენელებმა თამაში არც ისე ცუდად დაიწყეს, მათ ჰქონდათ რამდენიმე შანსი, რაც ვერ გამოიყენეს.
მეათე წუთზე კი, ბოატენგი დაჯარიმდა. მსაჯმა მას წითელი ბარათი უჩვენა, რის შემდეგაც "ბაიერნმა" თამაშის კონტროლი დაკარგა.
ათკაციანი "ბაერნი" ძალიან სუსტად გამოიყურებოდა, რაც მალევე აისახა ანგარიშზეც.
კოსტიჩმა არაჩვეულებრივად ჩაწოდებულ ბურთს კარგად დაარტყა და ნოიერი უშანსოდ დატოვა (1:0).
ამას მოყვა "აინტრახტის" მძლავრი შეტევები. მანუმ 37-ე წუთამდე "ბაიერნი" რამდენიმე გოლსგან იხსნა. 37-ე წუთზე კი, სოუს მიერ დარტყმული ბურთის მოგერიება ვერც ნოიერმა შეძლო, რის გამოც სხვაობა ორამდე გაიზარდა.
ამაზე პასუხი მიუნხენელებმა მალევე გასცეს, რობერტ ლევანდოსკიმ თავისი სერია განაგრძო და 37-ე წუთზე თამაშში ისევ ინტრიგა დააბრუნა.
ვერ ვიტყვით, რა ილაპარაკეს მწვრთნელმა და მოთამაშეებმა კაბინაში, მაგრამ ფაქტია, ამან შედეგი ვერ გამოიღო.
"აინტრახტმა" მეორე ტაიმში "ბაერნი" უშანსოდ დატოვა, მეტიც - გაანადგურა.
"რეკორდმაისტერის" ფეხბურთელები დემოტივრებულნი ჩანდნენ და ამას ვერც კაპიტანი გაუმკლავდა.
კოვაჩის სისტემა დღეს აბსოლუტურად ჩავარდა, განსაკუთრებით - მეორე ტაიმში. მან გადაწყვიტა წითელი ბარათს შემდეგ თამაშის სტილი არ შეეცვალა, რის გამოც დაცვაში ქაოსი მიიღო, შეტევა კი თითქმის არ ყოფილა.
ასეთი კრახი " მიუნხენელებს" უკვე დიდი ხანია არ განუცდიათ, ამ მარცხის შედეგი კი ის არის, რომ უკვე ბევრი ნიკო კოვაჩის დატოვებით სპეკულირებს.
"ბაიერნის" გულშემატკივართა ნაწილი ნიკოს ადარებს კარლო ანჩელოტის, რომელიც უფრო მალე დაითხოვეს, ვიდრე - კოვაჩი.
უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ 2010 წლის შემდეგ, მიუნხენელები პირველად დამარცხდნენ ფრანკფურტის "აინტრახტთან." რაც შეეხება ანგარიშს, ზუსტად ასეთი სხვაობით (5:1) "რეკორდმაისტერი" 2009 წელს ვოლფსბურგთან განადგურდა. ერთადერთი, რაც შეიძლება დღევანდელი მატჩიდან პოზიტიურ სიახლედ იქნეს აღქმული, არის ის, რომ თომას მიულერმა "ბაიერნის" მაისურით თავისი მე-500 თამაში ჩაატარა.