მოგეხსენებათ, 11 აპრილს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური მატჩის პირველ ტურში ეტიჰად სთედიუმზე ერთმანეთს მანჩესტერ სიტი და მიუნხენის ბაიერნი დაუპირისპირდებიან.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, ბუნდესლიგის ოფიციალური ვებგვერდი ორივე გუნდის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობას ასახელებს.
მან.სიტი (3-2-4-1): ედერსონი - აკანჯი, დიაში, აკე - სტოუნსი, როდრი - სილვა, დე ბრუინი, გიუნდოგანი, გრილიში - ჰოლანდი.
ბაიერნი (4-2-3-1): ზომერი - პავარი, უპამეკანო, დე ლიხტი, დევისი - კიმიხი, გორეცკა - კომანი, მიულერი, მუსიალა - მანე.