ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ-ფინალური დაპირისპირების პირველ მატჩში ბაიერნი სტუმრად მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდა და 3:0 დამარცხდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, აღნიშნულ მარცხზე ბაიერნის შემტევმა ტომას მიულერმა ისაუბრა.
"ამჟამად კარგ მდგომარეობაში არ ვიმყოფებით და თავის მაღლა აწევა ძნელია. გვსურს 3 ქულა მოვიპოვოთ ჰოპენჰაიმთან მატჩში და შემდეგ უკვე სიტისთან საპასუხო მატჩისთვის მოვემზადებით. ფეხბურთში ყველაფერია შესაძლებელი", - განაცხადა მიულერმა.