"ეს ამბავი გასახდელში უნდა დარჩენილიყო", - სენეგალის ნაკრების მწვრთნელი მანეს და სანეს ჩხუბზე

"ეს ამბავი გასახდელში უნდა დარჩენილიყო", - სენეგალის ნაკრების მწვრთნელი მანეს და სანეს ჩხუბზე

როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩემპიონთა ლიგაზე მანჩესტერ სიტისთან მატჩის შემდეგ, ბაიერნის გასახდელში სადიო მანემ და ლეროი სანემ იჩხუბეს, უფრო რომ დავაკონკრეტოთ, სენეგალელმა შემტევმა გერმანელ ვინგერს სახეში დაარტყა, რის შედეგადაც სანეს ტუჩიდან სისხლი წასკდა. 

აღნიშნულზე კომენტარი სენეგალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალიუ სისემაც გააკეთა და განაცხადა, რომ გასახდელში მომხდარი ინციდენტი გარეთ არ უნდა გამოსულიყო.

"ეს არის გასახდელში მომხდარი ინციდენტი და არ მსრუს ამაზე საუბრით დიდი ამბის შექმნა. სინამდვილეში რაც მოხდა, გასახდელიდანაც კი არ უნდა გამოსულიყო. ამბობენ, რომ გასახდელ ოთახს თავისი საიდუმლობები აქვს - რაც იქ ხდება, იქვე უნდა დარჩეს.

მე მჯერა ბაიერნის - ყველამ იცის ეს გუნდი და მისი მენტალიტეტი, ახლა ყველანი უნდა გაერთიანდნე, მანესაც სჭირდება სანეს გვერდში დგომა და პირიქით, ვფიქრობ ისინი ამ რთულ ეტაპს გადალახავენ.

ახლა მთავარი სადიო მანეს ჯანმრთელობაა. არ დაგავიწყდეთ, რომ 5 თვის განმავლობაში ფეხბურთი არ უთამაშია - როცა მაღალი დონის მოთამაშე ხარ, 10 დღე უქმად ყოფნაც კი ისახება შენზე
", - განაცხადა სისემ.


14-04-2023, 15:06
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 44 8 36 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 10 2 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0