სპალეტის "შიშით", არაფერი თქვა - ტომას ტუხელის კომენტარი ოსიმენის ბაიერნში შესაძლო ტრანსფერზე

სპალეტის "შიშით", არაფერი თქვა - ტომას ტუხელის კომენტარი ოსიმენის ბაიერნში შესაძლო ტრანსფერზე

მოგეხსენებათ, რობერტ ლევანდოვსკის გუნდიდან წასვლის შემდეგ, მიუნხენის ბაიერნს გამოკვეთილი ფორვარდის პრობლემა აქვს - პოლონელის წასვლიდან მალევე, ეს როლი ჩუპო მოტინგმა შეითავსა და საკმაოდ წარმატებულადაც, თუმცა 34 წლის კამერუნელი ბოლო პერიოდია ტრავმიანობას უჩივის.

ამ მომენტში, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის სახელს ბაიერნს აქტიურად უკავშირებენ და ბევრი სანდო წყარო ვარაუდობს, რომ რეკორდმაისტერი მზად არის ნაპოლის შემტევში დიდი თანხაც გადაიხადოს.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ტომას ტუხელს ოსიმენის ბაიერნში შესაძლო ტრანსფერზე ჰკითხეს, რაზეც გერმანელმა სპეციალისტმა შეიძლება ითქვას, არ ისაუბრა.

"ამ  ტრანსფერის შესახებ საკუთარი მოსაზრება ცხადია გამაჩნია, მაგრამ ვიცი ყოველივე ეს როგორ მუშაობს - თუ რამეს ვიტყვი, ხმა იტალიაშიც გავრცელდება და ჩემი კოლეგა (ლუჩანო სპალეტი) იტყვის: "თომას, პირი რატომ არ დახურე?!" - სწორედ ამიტომ, სხვა კლუბის ფეხბურთელებზე საუბარს არ ვაპირებ.", - განაცხადა ტუხელმა.


15-04-2023, 12:42
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 44 8 36 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 10 2 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0