მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ-ფინალური დაპირისპირების პირველ მატჩში ბაიერნი სტუმრად მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდა და 3:0 დამარცხდა.
შეხვედრის დასრულებიდან რამოდენიმე დღის შემდეგ, ტომას ტუხელმა საპასუხო შეხვედრაზე ისაუბრა.
"მნიშვნელოვანია ყურადღება არ მოვადუნოთ - ფეხბურთში ყველაფერია შესაძლებელი, ვგრძნობ, რომ შურისძიებისთვის მოვკდებით და ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ მწვერვალზე მხოლოდ ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწევ.
კარგი ატმოსფერო და სწორი ვარჯიშები გვჭირდება, რაც სიმართლე რომ ითქვას ისედაც გვაქვს", - თქვა ტუხელმა.
ცნობისთვის, ბაიერნი და მანჩესტერ სიტი საპასუხო შეხვედრას ალიანს არენაზე 19 აპრილს გამართავენ.