როგორც უკვე მოგახსენეთ, რაიან გრავენბერხის ტრანსფერით 3 ინგლისური კლუბი დაინტერესდა და მათი წარმომადგენლები 20 წლის ნახევარმცველის წარმომადგენლებს უკვე შეხვდნენ - საუბარია მანჩესტერ იუნაიტედზე, ლივერპულზე და არსენალზე.
ამ ამბის გავრცელებიდან მალევე, Sky Sports-ის ჟურნალისტი და ბაიერნის ინსაიდერი ფლორიან პლეტენბერგი წერს, რომ ბაიერნმა გრავენბერხის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და მისი შენარჩუნება გადაწყვიტა.
წყაროს ინფორმაციით, რეკორდმაისტერმა გადაწყვიტა, რომ რაიან გრავენბერხი არ იყიდება და ამის თაობაზე ჰოლანდიელ შუახაზელს უკვე აცნობა. გერმანულ გრანდში სჯერათ, რომ გრავენბერხისთვის მომდევნო სეზონი გარდამტეხი იქნება და "გარღვევას" მოახდენს.