"ბაიერნისა" და "აინტრახტის" დაპირისპირება ფრანკფურტელთა მწვრთნელმა, ადი ჰიუტერმა, შეაფასა.
" ჩვენ ამას არ ველოდით. ამასთან, ვუთხარით საკუთარ თავს, რომ შეგვეძლო "ბაიერნისთვის" საჭირო მომენტში მიგვეყენებინა დარტყმა. გამარჯვების მომტანი, რა თქმა უნდა, გახდა წითელი ბარათი, რომელიც ჟერომ ბოატენგმა მიიღო. მატჩისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი 3:1-ით დაწინაურება. მაშინ "ბაიერნს" რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა. ეს ეჭვგარეშე დიდებული გამარჯვებაა."
მიუნხენელებისა და ფრანკფურტელების დაპირისპირების შემდეგ "ბაიერნმა" ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა.