ოთხშაბათს, თბილისის დროით 23:00 საათზე ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებით შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი საკუთარ მოედანზე მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს.
საპასუხო შეხვედრამდე მოახლოებულ დაპირისპირებაზე ქალაქელელთა ბელგიელმა შუახაზელმა კევინ დე ბრუინმა ისაუბრა.
"არ მგონია რომ თავიდანვე ანგარიშის შენარჩუნებაზე დავიწყოთ ფიქრი, უბრალოდ ვითამაშებთ იმ თამაშს, რომელიც ვიცით..
ბაიერნში გასვლითი თამაში ვიცით რომ რთული იქნება, მათ განსაკუთრებული ხასიათი და სათამაშო ხარისხი აქვთ, მაგრამ ჩვენ სამბურთიანი უპირატესობა გვაქვს.
მომდევნო ეტპაზე გასასვლელად ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, ეს მინიმუმ 95 წუთიანი დაპირისპირება იქნება, სადაც შეიძლება ბევრი რამ მოხდეს - აქამდე უკვე გინახავთ გიჟური ანგარიშების შემდეგ როგორ იცვლებოდა სცენარი, ასე რომ, მიუნხენში საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ", - განაცხადა დე ბრუინმა.
შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ სიტისა და ბაიერნის პირველი დაპირისპირება პეპ გვარდიოლას გუნდის სასარგებლოდ (3:0) დასრულდა.