მოგეხსენებათ, სადიო მანეს ბაიერნში ტრანსფერი ამ დრომდე წარუმატებელია და სენეგალელმა შემტევმა მიუნხენურ გრანდს ფეხი ვერა და ვერ აუწყო.
ყოველივე ამას გასულ კვირას მომხდარი სკანდალიც ემატება, სადაც მანემ მანჩესტერ სიტისთან შეხვედრის შემდეგ, გასახდელში ლეროი სანეს დაარტყა და ტუჩი გაუხეთქა.
მანეს ბუნდოვან მომავალზე ბაიერნში Sky Sports-ის ჟურნალისტი და ბაიერნის ინსაიდერი ფლორიან პლეტენბერგი წერდა და აღნიშნავდა, რომ კლუბი თუ სამართლიან შეთავაზებას მიიღებს, სენეგალელ შემტევს ზაფხულშივე გაუშვებს, რადგან მისი თამაშით უკმაყოფილონი არიან, პლუს ამას სადიო ხელფასის სახით 20 მილიონ ევროზე მეტს იღებეს წელიწადში, რაც ცხადია კლუბისთვის დიდი ფინანსური დარტყმაა.
მაგრამ, არსებობს მეორე მხარე - რა სურს თავად მანეს? ამაზე პლეტენბერგმა ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა:
"სადიო მანეს ბაიერნში დარჩენა სურს და გადაწყვეტილი აქვს, რომ კლუბის მესვეურებს საკუთარი შესაძლებლობები დაუმტკიცოს - მისი მენეჯმენტი ამ ეტაპზე ახალ კლუბს არ ეძებს და მთლიანად ბაიერნზე არიან კონცენტრირებული.
მიუხედავად იმისა, რომ ტომას ტუხელი მას საჯაროდ უჭერს მხარს, მანე გერმანელი მწვრთნელის სამომავლო გეგმებში არ შედის", - ამბობს პლეტენბერგი.