"მთავარია ეს არ მოხდეს", - გიუნდოგანის კომენტარი ბაიერნთან საპასუხო მატჩზე

"მთავარია ეს არ მოხდეს", - გიუნდოგანის კომენტარი ბაიერნთან საპასუხო მატჩზე

დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებით შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი საკუთარ მოედანზე მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს.

მოახლოებულ მატჩზე კომენტარი ქალაქელთა გერმანელმა შუახაზელმა, ილქაი გიუნდოგანმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ მთავარია სიტიმ ბაიერნისგან სწრაფი გოლი არ მიიღოს.

"ჩვენ მათ სწრაფი პირველი გოლის გატანის და შემდგომში დადებითი იმპულსის მიღების საშუალება არ უნდა მივსცეთ, რადგან მაშინვე იგრძნობენ რომ თამაშის შემოსაბრუნებლად ჯერ კიდევ დიდი დრო აქვთ დარჩენილი. საუკეთესო გზა კი ამის მოსაგვარებლად არის ჩვენი სათამაშო სტილით თამაში - უბრალოდ ეფექტურები უნდა ვიყოთ.

ყველაფერი შესაძლებელია, ეს ეტაპი ყველასთვის განსაკუთრებულია - მატჩს სრული სერიოზულობით ვუდგებით და ვიცით, რომ ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით
", - განაცხადა გიუნდოგანმა.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ სიტისა და ბაიერნის პირველი დაპირისპირება პეპ გვარდიოლას გუნდის სასარგებლოდ (3:0) დასრულდა.


19-04-2023, 18:34
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 44 8 36 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 10 2 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0