ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე მიუნხენის ბაიერნმა მანჩესტერ სიტი ვერც განმეორებით შეხვედრაში, საკუთარ მოედანზე დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში (1:4) ვერ მოგებული შეხვედრების გამო ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.
მატჩის დასრულების შემდეგ, მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტმა, ჰერბეტ ჰაინერმა ჟურნალისტებთან ისაუბრა, ხოლო კითხვაზე, ჩაანცვლებდა თუ არა ნაგელსმანს ტუხელით დღევანდელი გადმოსახედიდან, ჰაინერი პასუხობს:
"აუცილებლად! გუნდის განვითარებამ ნაგელსმანის მწვრთნელობის პერიოდში აჩვენა, რომ პოტენციალი მოედანზე სრულად არ იყო ნაჩვენები."