ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე მიუნხენის ბაიერნმა მანჩესტერ სიტი ვერც განმეორებით შეხვედრაში, საკუთარ მოედანზე დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში (1:4) ვერ მოგებული შეხვედრების გამო ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.
მატჩის დასრულების შემდეგ, რეკორდმაისტერის დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა შეხვედრის მთავარ არბიტრზე მცირე კომენტარი გააკეთა.
"ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ, იმის მიუხედავად, რომ არბიტრმა ცუდად იმსაჯა", - აღნიშნა სალიჰამიჯიჩმა.