ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე მიუნხენის ბაიერნმა მანჩესტერ სიტი ვერც განმეორებით შეხვედრაში, საკუთარ მოედანზე დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში (1:4) ვერ მოგებული შეხვედრების გამო ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ჰასან სალიჰამიჯიჩს ჟურნალისტებთან საუბრისას გამოკვეთილი ფორვარდის პრობლემაზე კომენტარის გაკეთება მოუწია და კითხვაზე: "დაუშვით თუ არა შეცდომა გუნდის დაგეგმვაში ლევანდოვსკის შემცვლელთან დაკავშირებით?" - უპასუხა:
"გუნდის შემადგენლობა ყველამ ერთად დავაკომპლექტეთ, მათ შორის ყოფილმა სამწვრთნელო შტაბმაც - ამაზე ზაფხულში ვიმუშავებთ."