მოგეხსენებათ, სანამ რობერტ ლევანდოვსკი ბაიერნს დატოვებდა, გერმანული გრანდის პენალტების მთავარი შემსრულებელი სწორედ პოლონელი ფორვარდი იყო, თუმცა, მისი გუნდიდან წასვლის შემდეგ, რეკორდმაისტერს გამოკვეთილი პენალტების შემსრულებელი აქამდე არ ყოლია.
ყველაფერი ტომას ტუხელის მოსვლის შემდეგ შეიცვალა, როგორც ჩანს, გერმანელმა სპეციალისტმა პენალტების მთავარ შემსრულებლად იოზუა კიმიხი დანიშნა - აღნიშნული ინფორმაცია თავად კიმიხმაც დაადასტურა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ბაიერნს პენალტებს სვადასხვა მოთამაშეები ასრულებდნენ, მაგ: მანე, გნაბრი, ჩუპო მოტინგი.