Sky Sports-ის ჟურნალისტი და ბაიერნის ინსაიდერი ფლორიან პლეტენბერგი კლუბის სპორტული და გენერალური დირექტორების მომავალზე წერს.
მოგეხსენებათ, გულშემატკივართა დიდი ნაწილი და ხელმძღვანელობა კანი-სალიჰამიჯიჩის მუშაობით უკმაყოფილოა.
"ოლივერ კანის გათავისფულების საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, თუმცა, ერთი რამ ცხადია: თითქმის შეუძლებელია კანმა და სალიჰამიჯიჩმა ერთად გააგრძელონ მუშაობა. ჩემი ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად წავა. "ზემოდან" მოსული ხმების თანახმად, სალიჰამიჯიჩი კვლავ სარგებლოს კლუბის მხარდაჭერით, განსხვავებით კანისგან", - წერს პლეტენბერგი.