მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნის ლეგენდა ტომას მიულერი ბოლო მატჩებია ძირითადის მოთამაშე აღარ არის და ხშირად ცვლილებაზე შემოსვლა უწევს.
ყოველივე ამაზე ჰასან სალიჰამიჯიჩმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხსენებული მხოლოდ ტომას ტუხელის გადასაწყვეტია და არავის სხვისი.
"ეს მწვრთნელის გადაწყვეტილებაა. ჩვენ ყოველდღე გვაქვს კომუნიკაცია - მიულერი პროფესიონალია და იცის, რამდენად მნიშვნელოვანია გუნდისთვის ტიტულისკენ მიმავალი გზა.
ის ბედნიერი იყო როცა მოედანზე შემოვიდა და დარჩენილ წუთებში შესაძლებლობების მაქსიმუმი გაიღო. ამიტომ, მე მოხარული ვარ რომ ის ჩვენთან ერთადაა და აქ არის", - განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.