მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნის ფრანგი ცენტრალური მცველი დაიო უპამეკანო ბოლო 2 მატჩს ტრავმის გამო ტოვებს, რის გამოც მისი შეცვლა და დე ლიხტთან შეწყვილება ბენჟამინ პავარს უწევს.
ყოველივე ამაზე საუბარი თავად დე ლიხტსაც მოუწია და ჟურნალისტის უხეშ კითხვაზე: "ვის გვერდით თამაშია უკეთესი - პავართან თუ უპამეკანოსთან?", დე ლიხტმა ასე უპასუხა:
"თითოეულ მათგანს თავისი პლუსები აქვთ. ბენჟი უპასგან განსხავებულია და ჩემთვისაც ცოტათი განსხვავებულია, თუმცა მე კარგად ვეწყობი ბენჯის, ისევე როგორც უპამეკანოს და ერნანდესსაც, ვისთანაც 2-3-ჯერ ვითამაშე. ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ყველა მათგანს კარგად ვეწყობი."