მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა და ამჟამად ბარსელონას თავდამსხმელმა რობერტ ლევანოდვსკიმ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონზე ისაუბრა და ფავორიტიც დაასახელა:
"თუ ორი გუნდიდან ერთი მაინც დაუშვებს შეცდომას, მეორე გახდება ჩემპიონი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბაიერნი სწორ გზას ადგას. ბოლო რამდენიმე კვირაში ბევრი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რამაც გუნდზე გავლენა იქონია.
დაძაბული სიტუაციაა ტიტულისთვის ბრძოლის სათავეში, რაც, რა თქმა უნდა მთელი ლიგისთვის საინტერესოა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ბაიერნი ცოტა წინ არის.
ხშირად მესმის ბევრისგან, რომ უკეთესი იქნება გერმანიის ჩემპიონატისთვის თუ ბუნდესლიგას დორტმუნდი მოიგებს, მაგრამ მე ყოველთის ბაიერნისკენვარ და თითებს ვაჯვარედინებ, რომ ბიჭებმა ტიტული მოიგონ - ბოლო სამი მატჩი ძალიან საინტერესო იქნება", - განაცხადა ლევანდოვსკიმ.