მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა და ამჟამად რეალ მადრიდის მცველმა დავიდ ალაბამ რეკორდმაისტერის ახალ მთავარ მწვრთნელზე, ტომას ტუხელზე ისაუბრა.
"ის გუნდს სეზონის ცხელ ფაზაში შეუერთდა - მაშინ, როცა წინ რამდენიმე რთული მატჩი ელოდა.
მიუხედავად ყველაფრისა, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ტომას ტუხელი და ბაიერნი ერთად ძალიან ძლიერი კომბინაციაა", - განაცხადა ალაბამ.