მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნმა იულიან ნაგელსმანი კონტრაქტის ამოწურვამდე ფაქტიურად შუა სეზონში გაუშვა - ყოველივე ამაზე ნაგელსმანის აგენტმა, ვოლკერ შტრუთმა საჯაროდ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკუთარი პოზიცია მაშინდელ შეხვედრაზე სალიჰამიჯიჩზაც და კანსაც ნათლად დაუფიქსირა.
"მე მათ ძალიან გარკვევით ვუთხარი რას ვფიქრობდი ნაგელსმანის ამგვარად გათავისუფლებაზე - ძალიან, ძალიან მკაფიოდ! და ახლაც ვფიქრობ, რომ ეს არასწორი იყო.
ყველა დამსაქმებელს აქვს უფლება კომპანიის თანამშრომლები სურვილისამებრ გაანაწილოს, მაგრამ როგორც ეს ბაიერნის შემთხვევაში მოხდა, აქამდე არასდროს მინახავს.
ვსაუბრობ იმაზე, რომ ჩემი კლიენტის გათავისუფლების ამბავი ჟურნალისტისგან გავიგე, ეს კი მიუღებელია", - განაცხადა შტრუთმა.