მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მტკიცებით კოლო მუანი მთავარი კანდიდატია ბაიერნის თავდამსხმელის პოზიციაზე გაძლიერებისთვის.
როგორც წყარო ირწმუნება, ბაიერნმა შიდა დისკუსიები გამართა და საკითხზე უკვე შეთანხმდნენ, მაგრამ აინტრახტთან მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.
წინასწარი ინფორმაციით, აინტრახტი 65-70 მილიონიან შეთავაზებას არ დათანხმდება, რადგან ისინი კოლო მუანის სანაცვლოდ 90-100 მილიონი ევროს მიღებას გეგმავენ.
ზოგადად, ფრანკფურტში იმედოვნებენ, რომ კოლო მუანს კიდევვ ერთი სეზონით შეინარჩუნებენ და ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სარფიანად გაყიდიან, თუმცა ისიც კარგად ესმით, რომ ბაიერნს თავდამსხმელის სერიოზული პრობლემააქვს და ამ ტრანსფერის განსახორციელებლად ყველა რესურსს გამოიყენებს.